“ეს მარტო ავადმყოფი არაა, არამედ სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს” – სააკაშვილი ზურაბიშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი ზურაბიშვილს  საბჭოთა “კაგების” “დაავერბოვკებულად“  მოიხსენიებს.

“ეს მარტო ავადმყოფი არაა, არამედ სრულიად კონკრეტულ დავალებას ასრულებს-ალბათ, საბჭოთა KGB-ემ ჯერ კიდევ საფრანგეთის დიპლომატად მუშაობის დროს “დაავერბოვკა” და მე კიდევ ზედმეტად მივენდე საფრანგეთის დიპლომატიის საკადრო პოლიტიკას. რას ვიფიქრებდი… აზერბაიჯანთან ხომ უკვე შექმნა პრობლემა და ახლა სომხეთთან ამწვავებს“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის, საზღვრებზე. მისივე თქმით, საქართველოს საზღვრები მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ აქვს, არამედ პრობლემატია საზღვრებთან დაკავშირებით აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც.

მსგავსი თემები