„რუსული ოკუპაცია მთავარ გამოწვევად რჩება“ – პრემიერ – მინისტრის ანგარიში პარლამენტში (ვიდეო)

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას გამოსვლა საქართველოს პარლამეტში ამ წუთებში მიმდინარეობს. პრემიერი ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, და აცხადებს, რომ ეს არის რუსული ოკუპაცია.

ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება:

„დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაციაც. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანის რესურსების თვალსაზრისით ჩვენ ვართ შეზღუდული 20 პროცენტით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელვანი, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახროციელებელი სახელმწიფო დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები