სოფიო ქაცარავას, სავარაუდოდ, ბენედიქტე ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს

მას შემდეგ რაც მმართველი გუნდის წევრმა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ უმრავლესობის რიგები და დეპუტატის მანდატი დატოვა, გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს ქაცარავას საკანონმდებლო ორგანოში.

საკანონმდებლო ორგანოში სოფიო ქაცარავას ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრს ბენედიქტე ქაშაკაშვილს შეუძლია, რომელიც სიაში 53-ეა. იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიაში მომდევნო პაატა გოგიხიაა.

ცნობისთვის, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დღეს დატოვა.

მსგავსი თემები