დიდ დიღომში შესაძლოა, ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, დიდი დიღმის თბილისის ცენტრთან დასაკავშირებლად, შესაძლოა, ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაკეთდეს. 

მაია ბითაძემ ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტრანსპორტის კუთხით, გენერალურ გეგმას დანიური კომპანია შეიმუშავებს, სამარშრუტო სქემები კი, “სისტრას” მიერ დაიგეგმება.

“ყველაზე სუსტი წერტილია დიდი დიღომი, სადაც იგეგმება 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ 24-მეტრიანი ავტობუსები საკმარისი არ აღმოჩნდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყო ფიქრი გლდანი-დიდი დიღმიდან ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად ტრამვაის ან მიწისზედა მეტროს ახალი ხაზის გაყვანაზე”,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მსგავსი თემები