ხვალიდან, ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 4 სექტემბრის 21:00 საათიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვებს აწესებენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, სექტემბერში ე.წ. საზღვარზე რუს მესაზღვრეებთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი რეიდების ჩატარება. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ცოდნის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების გამო, საოკუპაციო რეჟიმი 4 სექტემბერს ორი დღით საქართველოს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს“.

მსგავსი თემები