„ქართულმა მარშმა“ ფილარმონიასთან ლგბტ თემის სიმბოლიკიანი დროშა დაწვა

„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც კინოთეატრ „ამირანთან“ არიან შეკრებილები, პროტესტის ნიშნად ლგბტ თემის სიმბოლიკიანი დროშა დაწვა.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერის  სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ემ განმარტა, ეს არის სიურპრიზის პირველი ნაწილი, შემდეგი კი მალე დაიწყება.

„ჩვენი მოვალეობაა, მშვიდობიანად ჩავშალოთ ეს მარაზმი და ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი მივუჩინოთ სოდომისტებს და იმ სატანის მოციქულებს, რომლებიც მუდმივად ახორციელებენ ქართველი ერის ტერორს. ჩვენ არ დავუშვებთ „გეიპროპაგანდას“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ფილარმონიასთან, სადაც ფილმის პრემიერის წინააღმდეგ აქციები იმართება.  

მსგავსი თემები