„ქართველო დედები, ყოველ დღე, 100-ზე მეტ ბავშვს კლავენ საკუთარ საშოში“ – ლევან ვასაძე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ყველა უბედურება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირს, გარყვნილი იდეოლოგიის შედეგია. როგორც ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა, ქართველი დედები, საკუთარ საშოში ყოველდღიურად 10-ზე მეტ ბავშვს კლავენ.      

„ჩვენ 6 მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის 3 მილიონი დავრჩით. ის, რაც ჩვენ გვჭირს ბოლო 30 წლის განმავლობაში, იდეოლოგიური მუშაობის შედეგია. სრულიად უკოტროლო, აღვირახსნილი, აბორტების, პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცევლად ანადგურებს ჩვენს ერს. ჩვენი ერი დაცემულია ფსკერზე. ოფიციალური მონაცემებეით, ჩვენი დედები კლავენ დაახლოებით 40 000 ბავშვს საკუთარ საშოში ყოველ წელს. არაოფიციალური მონაცემებით კი ეს დაახლოებით ორჯერ მეტია. ამ გარყვნილი იდეოლოგიის შედეგად, ქართველო დედებო ყოველ დღე კლავენ 100-ზე მეტ ბავშვს საკუთარ საშოში“ – განაცხადა ლევან ვასაძემ „ვერის პარკში,“ სადაც ის, მხარდამჭერებთან ერთად, „გეი წყვილთა“ სიყვარულზე აგებული ფილმის პრემიერას აპროტესტებს.      

მსგავსი თემები