გარემოს დაცვის კომიტეტი ნინო წილოსანმა ჩაიბარა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ კახაბერ ჯუჭავა აირჩიეს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის მიზნით მორიგი კენჭისყრები ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი – 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილის არჩევას, – 81 მომხრე ჰყავდა და არცერთი წინააღმდეგი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ  83 ხმით არც ერთის წინააღმდეგ კახაბერ კუჭავა აირჩიეს.

საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის, ხოლო 3 კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

მსგავსი თემები