“სამართალმა რაც ჭამა დღეს, ზუსტად იმის სუნი იდგა პარლამენტში” – გიორგი გუგავა

არასაპარლამენტო ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში დანიშნული მოსამართლეების შესახებ შეფასებებს აკეთებს. 

“რა დამსახურებები აქვს თადუმაძეს, გარდა იმისა, რომ იყო ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მე და მამუკა ხაზარაძეს წარმოგვიდგინა ყოვლად ბინძური შეთითხნილი ბრალი. ეს არჩევანი, რომელიც დღეს გააკეთა მმართველმა ძალამ, არის ყოვლად მიუღებელი“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

კრიტიკულად აფასებს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.

“დღეს, რეალურად, დაამტკიცეს არა მოსამართლეები, რომლებმაც მართლმსაჯულება უნდა განახორციელონ, არამედ ივანიშვილის ნოტარიუსის, ან გნებავთ, საადვოკატო ბიურო. სამართალმა რაც ჭამა დღეს, ზუსტად იმის სუნი იდგა პარლამენტში. საბოლოოდ გაფორმდა ბიძოკრატია, უზურპირებული ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ არ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა, დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას“, – აცხადებს გიორგი გუგავა.

მსგავსი თემები