„დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს… ვიქნები ოპოზიციური ერთობის გამაძლიერებელი“ – გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს და საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს ოპოზიცის გაძლიერებაში ხედავს.      

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ოპოზიციური ერთობ არ უნდა შესუსტდეს.

„როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ – საქართველოს დამოუკიდებლობა. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი რამ, რაც რაიმე მიმართულებით ოდნავ მაინც შეასუსტებს ოპოზიციურ ერთობას. ყველაზე ფასეული დღეს ჩემთვის არის ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგა. ყველა ჩემი პოლიტიკური მცდელობა იქნება იმ ერთობის მხარდამჭერი და გამაძლიერებელი“ აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი თემები