ჰონგ კონგში ძაღლს კორონავირუსი ადამიანისგან გადაედო

ჰონგ კონგში კორონავირუსის ადამიანიდან შინაურ ცხოველზე გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ძაღლი კორონავირუსის შედარებით იოლი ფორმით. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ამჟამად ძაღლი, რომელსაც დაავადების არანაირი სიმპტომი არ აქვს, კარანტინში იმყოფება. მას პატრონს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნებენ, რაც ტესტი უარყოფითი იქნება. 

შემთხვევის შემდეგ ჰონგ კონგის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ადამიანების შინაური ცხოველები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანონ, სადაც მათ კარანტინში მოათავსებენ და ვეტერინარები დააკვირდებიან.

მსგავსი თემები