„ჰესების მშენებლობას აუცილებლად გავაგრძელებთ“ – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობა გაგრძელდება, თუმცა ერთი პირობით: „აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “კურორტ გოდერძიზე”, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მისივე შეფასებით, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის განვითარება, რისთვისაც საჭიროა მეტი ელექტროენერგია.

„ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, ეკონომიკის განვითარებას სჭირდება მეტი ელექტროენერგია. ეს არის ძალიან მარტივი პრინციპი, როგორ ხდება ეკონომიკის განვითარება. ამავე დროს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტის შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტია. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარე ერთმნიშვნელოვანია – საქართველოში აუცილებლად გავაგრძელებთ ჰესების მშენებლობას და ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული და ნებისმიერი პროექტი შეესაბამებოდეს უმაღლეს ეკოლოგიურ სტანდარტებს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები