ჯონ ბოლტონის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ოკუპაციაა

​უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესდა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.

„რუსეთის მიმართ უკვე დაწესებულია მთელი რიგი სანქციები და მათ შორის ნაწილი დაწესებულია მას შემდეგ, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოხდა. რამდენად მოხდება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან ეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდება და შეხვედრა იქნება ძალიან მოკლე“, – აღნიშნა ბოლტონმა.

​მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიწვეულია ვაშინგტონში და მასთან კონსულტაციები იგეგმება.

მსგავსი თემები