“ჯერჯერობით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის” – ანგელა მერკელი

“ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ, რომ მე მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, ამიტომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ასევე ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღები“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რთულია ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფი და ნაჩქარევი დაპირებების გაცემა. მისივე თქმით, ჯერჯერობით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის და ამ თემამდე ნელ-ნელა უნდა მივიდნენ. ეს პროცესი 5 წელიწადში ვერ დასრულდება.

„დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვყავს პერსპექტივაში. დიდი ბრიტანეთი სულ მალე დატოვებს ევროკავშირს, დარჩება 27 ქვეყანა, ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით, ალბათ, 35 გახდება. ძალიან მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის უფრო ძლიერად და კოორდინირებულად აწყობა, განსაკუთრებით, ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია, საშუალოდ, გრძელვადიანი პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება. საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ- ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ საუბარზე, უბრალოდ საუბარზე, რომ გაწევრიანებაზე ვისაუბროთ. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია, მათ შორის ამაზე გახსნილად საუბარი. საერთო ფასეულობები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბევრად უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება – ეს უნდა გაგრძელდეს. ასევე ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქვს, ეს ინკლუზიური ზრდა, რომელშიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ასევე უთანასწორობა, ასევე სიღარიბესთან ბრძოლა და სოციალური უსაფრთხოების ქსელები და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ამაში უნდა იყოს ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კარგად გააზრება, გაზიარება და ამის ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში მოყვანა”,- აღნიშნა კანცლერმა.

მსგავსი თემები