„ჯეოსელი ჟულიკია!” – მომხმარებელს 28 ლარი გაუნულეს

„ჯეოსელის“ ქსელის მომხმარებელი თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს და კომპანია უპასუხისმგებლოს და მატყუარას უწოდებს.

„ჯეოსელი“ მატყუარა და უპასუხისმგებლო კომპანიაა. ორიენეტირებულია კლიენტის მოტყუებაზე. გუშინ ჩავრიცხე 25 ლარი, ხუთი წუთის წინ მეგონა, რომ 112-მა ჩამოჭრა თანხა და კიდევ ჩარვიცხე თანხა – ჯამში 28 ლარი. ახლა გავარკვიე, რომ ეს თანხა უბრალოდ აღარ არის, რადგან გაიხარჯა. ფაქტია, რომ გუშინ ღამის მერე ამ წამამდე გაიხარჯა 28 ლარი! მალადეც ჯეოსელი რომ არც კლიენტი იცით არც ადამიანი და არც არაფერი! დაარსებიდან ვარ მაგ კომპანიის მომხმარებელი და ამ წამიდან ვფიქრობ რომ ეს ფირმა მხოლოდ ჟულიკია! როგორ უნდა ახსნან რომ ტელეფონი, რომლიდანაც ღამე არსად დამირეკავს, 14 საათში გაიხარჯა 28 ლარი! შეტყობინებაც კი არ მომსვლია! იმედს ვიტოვებ რომ მათ მიერ “მოპარული” თანხმა უმოკლეს წუთებში დამიბრუნდება, წინააღმდეგ შემთხევაში ისინი არიან უბრალოდ ჯიბის ქურდები!“ – წერს ბელქანია.

როგორც თამარ ბელქანიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ის კომპანიასაც დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ საკითხს სამუშაო დღის ბოლომდე განიხილავენ.

დღის ბოლოს კი მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თანხა უკან დაუბრუდებოდა.


მსგავსი თემები