ჯემალ გამახარიამ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლო 1 თვის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ათას დევნილ ოჯახს გაეწია ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტების სახით. პირველ რიგში დახმარება გაეწია ხანდაზმულ ადამიანებს და მრავალშვილიან ოჯახებს.

სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ეწვია თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას. მან მიულოცა დევნილ თანამემამულეებს გიორგობის დღესასწაული და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

„აღმოჩნდა, რომ ამ კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს 110 წლის ქალბატონი; ახლა მთავარია  ეს ქალბატონი და ყველა ჩვენი თანამოქალაქე ჯანმრთელი გამოვიდეს  ამ ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით უცნობი ვირუსის გამო. ძალიან მნიშვნელოვანია ის ყურადღება, რასაც აფხაზეთის მთავრობა, უმაღლესი საბჭო, თბილისის ადგილობრივი ხელისუფლება იჩენს მათ მიმართ“– აღნიშნა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.

მსგავსი თემები