ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს

20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული, ზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ დაკავებულის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ოჯახი მაინც ეცდება ინტერესების დამცველის მომსახურებით ისარგებლოს დაკავებულმა.

ბუდაღაშვილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული კიდევ სამი პირი პოლიციის მთავარ სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან დაკავებულების ცოტნე სოსელიასა და ბესიკ თამლიანის ადვოკატებიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.

მსგავსი თემები