„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემიური მზადყოფნა“-ამირან გამყრელიძე

„ამერიკის მთავრობამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე განცხადა.

გამყრელიძე იმ საშიშროებაზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. მისივე ინფორმაციით არის საფრთხე, რომ დაავადებამ ყველა კონტინეტი დააზიანოს.

„მოსალოდნელია პანდემია, რა დროსაც ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და ყველა ქვეყანას, ამიტომ ყველა ქვეყანა ქმნის თავის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. ჩვენ ეს გეგმა შევიმუშავეთ და გუშინ კიდევ განვაახლეთ, აღნიშნულ გეგმას განახლება სამომავლოდ დაავადების ხარისხიდან გამომიდნარე დასჭირდება“ – განაცხადა გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით იყო ვარაუდი, რომ საქართველოსთვის ირანი უფრო საშიში იქნებოდა ვიდრე ჩინეთი: „ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანები, საკმაოდ კარგად გადიან კარანტინს, ჩვენ არუნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევა ირანიდან დაფიქსირდა, რადგან ვპროგნოზირებდით უკვე, მას შემდეგ, რაც ირანში გაჩნდა ვირუსი, რომ  ინფექციის შემთხვევა ჩვენთანაც დაფიქსირდებოდა“- განაცხადა გამყრელიძემ

მსგავსი თემები