ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, პანდემია გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ, ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ. ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია. ეს კი არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას. ეს არ ცვლის იმას, რასაც ვაკეთებთ და არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისთვის, პანდემია, ესაა ეპიდემია, რომელიც ერთდროულადაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში. ეპიდემიის ძალზე ფართო მასშტაბით გავრცელება.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მსგავსი თემები