ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ

ჟენევაში დიპლომატებთან შეხვედრაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ღებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ.

მისი თქმით, ვირუსის პანდემიად გამოცხადება ქვეყნების მხრიდან დანებებას არ ნიშნავს და შეკავების ღინისძიებების შემსუბუქება არასწორი და სახიფათოა.

ღებრეიესუსის განმარტებით, შეკავების სტრატეგიის დროს, ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ბალანსი ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების პრევენციასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას შორის.

ცნობისთვის, გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო, პანდემია გამოაცხადა.

მსგავსი თემები