ჯანმო საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ დექსამეტაზონის მიმართ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ დექსამეტაზონის მიმართ, რადგან პრეპარატის კორონავირუსისთვის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარ ეტაპზეა. ამის შესახებ ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ როგორია რეალური მონაცემები. სრული მონაცემები უნდა მივიღოთ. ოქსფორდის უნივერსიტეტში RECOVERY კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი კვლევა იყო. ეს პრეპარატი ერთ-ერთი გარღვევაა, რომელიც გვჭირდებოდა“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.

მისივე თქმით, ჯანმოს ოფიციალური პირები დექსამეტაზონის სხვა კვლევებსაც სწავლობენ.

„უნდა გავიგოთ, თუ რა დოზები უნდა იქნას გამოყენებული, როგორ უნდა მოხდეს პაციენტების კლინიკური შეფასება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ იქნება წამლის მარაგი, უნდა გადავხედოთ უამრავ რამეს“, – დასძინა მან.

მსგავსი თემები