ჯანმო კორონავირუსისგან დაცვის მიზნით ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსისგან დაცვის მიზნით ერთჯერადი ხელთათმანების ტარებას რეკომენდაციას არ უწევს.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი საავადმყოფოში ან სამედიცინო ცენტრში მუშაობს, ხელთათმანების ტარება კორონავირუსისგან დაცვის მიზნით არაეფექტურია.

„ჯანმო რეკომენდაციას არ უწევს ხელთათმანების გამოყენებას. ხელთათმანების გამოყენებამ შეიძლება ინფიცირების რისკი გაზარდოს, იქნება ეს თვითინფიცირება, თუ ინფექციის სხვაზე გადადება მას შემდეგ, რაც ჯერ დაბინძურებულ ზედაპირს, ხოლო შემდეგ კი სახეს შეეხებით. შესაბამისად, საჯარო ადგილებში, როგორიც არის სუპერმარკეტები, ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, რომ შესასვლელში და გამოსასვლელში ჰიგიენური გელის გამანაწილებელი აპარატები დაიდგას“, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში

მსგავსი თემები