ჯანმოს 1.3 მილიარდი დოლარი, წლის ბოლომდე კორონავირუსზე რეაგირების გეგმის დასაფინანსებლად, არ ჰყოფნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 1.3 მილიარდი დოლარი არ ჰყოფნის წლის ბოლომდე კორონავირუსზე რეაგირების ქმედებების დაფინანსებისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„განახლებული გეგმა ითვალისწინებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2020 წლის ბოლომდე 1.7 მილიარდი დოლარი დასჭირდება კორონავირუსთან ბრძოლისთვის. ეს შეფასება მოიცავს თანხებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მიიღო. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 1.3 მილიარდი დოლარი არ ჰყოფნის წლის ბოლომდე კორონავირუსზე რეაგირების გეგმის დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მსგავსი თემები