“ჯალათი და მსხვერპლი ვერ გაერთიანდება, მარგველაშვილიც იგივე ხაზის გამგრძელებელია – მოდი გადავაგდოთ და შემდეგ ვნახოთ“ – ბექა ნაცვლიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასა და ოპოზიციის გაძლიერებაზე, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აფასებს და ამბობს, რომ ეს იგივე, დესტრუქციული ხაზის გაგრძელებას ნიშნავს, რომ ჯერ ხელისუფლება გადავაგდოთ და მერე ვნახოთ, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია.

აღნიშნული განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი შეფასებით, ჯალათი და მსხვერპლი ვერ გაერთიანდება.     

„იგივე ხაზის გამგრძელებელია მარგველაშვილი, რომ მოდი, გადავაგდოთ ვიღაც და შემდეგ ვნახოთ როგორ იქნება. ეს არ გამოვა. იმ ოპოზიციაში ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებული, რომლებიც იყვნენ ჯალათები და მსხვეპლებიც. ჯალათები და მსხვერპლები ვერ გაერთიანდებიან. ხომ არიან იქ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურად დევნიდნენ „ნაციონალები“. როგორ შეიძლება, ისინი ამ „ნაციონალებთან“ ერთად იყვნენ, როგორ შეიძლება ეს ადამიანები ერთად იყვნენ?! თუ ასეთი გაერთიანებები შესაძლებელია, ე.ი. საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკა“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის მესამე ძალად ვერ ჩაითვლება, რადგან მსხვილი კაპიტალის ინტერესებს წარმოადგენს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები