“შეიძლებოდა, იმ დღეს ბიუროს სხდომა სხვაგან ჩატარებულიყო” – მარიამ ჯაში

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მიერ აქციის დარბევის დღეს ბიუროს სხდომის ჩატარება პრინციპული გადაწყვეტილება იყო. 

მარიამ ჯაშის თქმით, შესაძლებელი იყო, ბიუროს სხდომის ჩატარება სხვა ადგილას.

“ერთი მხრივ, როდესაც საპარლამენტო შენობის სახელმწიფო ორგანოების შენობების ბლოკირება ხდება, ამ შემთხვევაში, შესაბამისი ლეგიტიმური ჩარევის უფლება აქვს სახელმწიფოს. მეორე მხრივ, არის საზოგადოებრივი ნდობის მომენტი. ვფიქრობ, რომ ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, იმ დღეს ჩაეტარებინათ ბიუროს სხდომა საპარლამენტო შენობაში. რეგლამენტი ნამდვილად არ ზღუდავს, რომ თუნდაც განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუკი იყო გადაწყვეტილებები მისაღები, ბიუროს სხდომა ჩატარებულიყო არა პარლამენტის შენობაში. ამის შეზღუდვა ნამდვილად არ არსებობდა, მაგრამ იყო პრინციპის საკითხი, რომ მთავრობას შეუძლია, მიუხედავად წინაღობებისა, გააგრძელოს ფუნქციონირება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები