“ხურვალეთში რუსები შემოვიდნენ” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის – “ძალა ერთობაშია”, დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ხურვალეთში, რუსი სამხედროები შემოვიდნენ.

როგორც დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ამის შესახებ მას ხურვალეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეატყობინა.

“SOS! ხურვალეთიდან გვატყობინებენ რომ რუსები შემოვიდნენ სოფელში! ჩვენ მივდივართ ხურვალეთში!” – წერს დავით ქაცარავა მის პირად ფეისბუქგვერდზე.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი თემები