ხულუზაურების 9-სულიან ოჯახს საახალწლო საჩუქრები მხარის რწმუნებულმა გადასცა 

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერსელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ დუშეთში, ხულუზაურების 9-სულიანი ოჯახი მოინახულა, რომელთაც საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე დღის წინ დაეწვათ. მან შპს „დაჯისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია “ექთს ჯორჯიას” მხარდაჭერით, ოჯახის წევრებს საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.

„გვესმის, რამდენად რთულ მდგომარეობაშია ოჯახი. დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა ამ ადამიანებს მატერიალური ზიანი შევუმსუბუქოთ და მათი სახლის აღდგენა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოვახერხოთ“ – განაცხადა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით, დამწვარი სახლის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. შალვა კერესელიძე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

მსგავსი თემები