“ხულიგან იზ პიტერას” მეგობარმა ჰაკერებმა საქართველოზე შური იძიეს და მილიონობით ზარალი მოგვაყენეს  – ანგარიშსწორება (ვიდეო)

28 წლის ჰაკერს იაროსლავ სუმბაევს რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც კი მიუსაჯოს. როგორც მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, საქართველოში 2000-მდე სამთავრობო თუ არასამთავრობო საიტზე განხორციელებული შეტევა სწორედ მისი მეგობრების ანგარიშსწორებაა.

სუმბაევი რუსეთის მოქალაქე რომელიც  ქართველმა სამართალდამცავებმა 2018 წლის ნოემბერში, საქართველოში დააკავეს.

„დაკავებიდან მე ვიცავდი მის ინტერესებს და ვიცი მისი შესაძლებლობები და მისი ქსელი. ეს ადამიანი ძალიან დიდი ინტელექტის მატარებელი და კიბერუსაფრთხოებაში მაღალი დონის სპეციალისტია. ის რუსეთის ფედერაციაში ცნობილია როგორც “ხულიგან იზ პიტერა” (ხულიგანი პეტერბურგიდან)  და საუკეთესო 5 რუს ჰაკერს შორისაა დასახელებული.  ჩემი აზრით, სწორედ, ამ სუმბაევის მეგობარმა ჰაკერებმა შური იძიეს სრულიად დაუცველ ქართულ ინტერნეტ სივრცეზე, განახორციელეს კიბერ ომი საქართველოს წინააღდეგ და მილიონობით ზარალი უკვე მოგვაყენეს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე ინფორმაციით, სუმბაევის ქსელი, მისი სამეგობრო წრე, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უძლიერესია ჰაკერთა შორის და ხუთეულში შედის. ადვოკატი მორიგ შეტევასაც არ გამორიცხავს.

„ეს არის ხილული ინფორმაცია, რაც ამჟამად ცნობილია სპეცსამსახურებისათვის, მაგრამ მას მოჰყვება (როგორც სპეციალისტები ხსნიან და მეც მჯერა), არახილული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღეში შეიძლება ყოველდღიურად წამოტივტივდეს სხვადასხვა სფეროებში“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

შეგახსენებთ, რომ, საქართველოში დაკავებული სუმბაევი, მისი თხოვნისა და საფრთხის მიუხედავად, ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის ფედერაციას გადასცეს. ის, რუსეთში ჩადენილი სს დანაშაულისთვის იძებნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ის დანაშაული, რასაც სუმბაევს ედავებიან, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მას ეს სასჯელი შეუფარდონ. მართალია, რუსეთის კანონდებლობაში სიკვდილით დასჯის მუხლი არსებობს, თუმცა, პუტინის რუსეთს 2007 წლიდან ის არ გამოუყენებია და შეჩერებულია.    

შგახსენებთ, რომ საქართველოზე კიბერ შეტევა გუშინ განხორციელდა. ყიველა საიტზე, რომელიც ჰაკერების სამიზე აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი ფრიალებდა წარსერით “მე დავბრუნდები”. კიბერშეტევით პარალიზებულია ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, ოზურგეთის, ვანის, საჩხერის, ამბროლაურის, ქარელისა და ქედის საკრებულოების ოფიციალური ვებგვერდები. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ვებ.გვერდი  და 2000-მდე საიტი.

მსგავსი თემები