5 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება მომავალ წელს დასრულება

თბილისის სამგორის რაიონში 5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება,  რომელიც მომავალ  წელს  დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა  შოთა ხაბარელმა  დაათვალიერა და მიმდინარე  სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც დეპუტატმა „მთავართან’  საუბრისას  აღნიშნა,   პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება დ ა ბეტონის ნაკეთობას აწარმოებს. დეპუტატმა სოფელ  ნასაგურამდე მისასვლელი გზის მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.

შოთა ხაბარელი: „სოფელ  ნასაგურამდე   მისასვლელი გზა საკმაოდ დაზიანებული იყო და შესაბამისად, მოსახლეობას ძალიან უჭირდა გადაადგილება.  გზის მშენებლობა დაიწყო,  სამუშაოებს ქ. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.  ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოფელ წინუბნის ტერიტორიაზე შპს „ნეოსტარის“ მიერ სახელმწიფო პროექტის “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მშენებარე საწარმო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების სერიოზული  შესეძლებლობა იქნება. საწარმო  ვიბრო დაწნეხილი პროდუქციის/ ბეტონის ნაკეთობებს გამოუშვებს“.

საწარმოოს მშენებლობლობისათვის  5 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. პირველი პროდუქციის გამოშვება 2019 წლის გამოუშვებს გაზაფხულზე იგეგმება.

მსგავსი თემები