ხუთეული, სადაც ქართველების მხრიდან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა მაქსიმალურია    

 გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, ავსტრალია და შვედეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალურად დიდი ოდენობა პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმოამდგენელმა მედიაცენტრ „მთავარის“  პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მარკ ჰულსტმა „მთავრში“ საუბრისას აღნიშნა, ორგანიზაციის დაკვირვებით, საქართველოდან წასულთა რაოდენიბა, რომლებიც ტავშესაფარს ითხოვენ, ბოლო თვეებში  შემცირებისკენ მიდის.

„ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანა ბოლო დროს გერმანიაა. თუ წელს გერმანიაში თავშესაფარი 2700-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, ეს ციფრი ბოლო 2 თვეში უფრო დაბალი იყო ვიდრე წინა თვეებში.  6 თვის განმავლობაში გერმანიაში დაფიქსირებილია 2710 მოთხოვნა, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებელია.  თუმცა, იმედის მომცემია ის, რომ თვეების მიედვით მაჩვენებელი კლებულობს. იგივე   ტენდენცია ჩანს შვედეთში.  იქაც ბევრი ითხოვს თავშესაფარს, რაც გერმანიასთან შედარებით მაღალი არ არის, თუმცა  შვედეთისთვის  შედარებით ახალი მოვლენა და პრობლემაა. შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები ხუთეულში შედიან, სადაც თავშესაფარს დიდი ოდენობით ითხოვენ“, – აღნიშნა მარკ ჰულსტმა „მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, შვედეთის წლევანდელ 6 თვეს თუ შარშანდელ მთლიან წელს შევადარებთ, მატება 23%-ია, ვინც თავშესაფარს ითხვს. ბელგიაში კი 2018 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებელი ზუსტად იგივეა რაც შარრშან მთელ წელს იყო – 470 მოთხოვნა, რაც შარშანდელთან შედარებით 100%-ით გაზრდილია.

„აღნიშნული პრობლემის გამო, საქართველოში  ბელგიის მთავრობის წარმომადგენლებიც იყცნენ ჩამოსულები. მათი შეტყობინება იყო,  რომ საქართველომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის შესამცირებლად“ – აღნიშნა მარკ ჰულსტმა „მთავარში“.

მსგავსი თემები