ხორცი, ხორბალი, შაქარი – იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა

საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა. მატება 19.1%- შეადგენს.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურში აცხადებენ, მიმდინარე წლის 9 თვეში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალს, პირველ სამეულს ხორბალი, შაქარი და ხორცი იკავებს.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ხორბალის იმპორტმა 86,6 მილიონი დოლარი შეადგინა; შაქარმა – 46,4 მილიონი დოლარი; ხორცმა კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, 32,3 მილიონი დოლარის იყო შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტების იმპორტი. ჯგუფში სხვა პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებლის იმპორტი 30,1 მილიონი დოლარი იყო. მზესუმზირის ზეთის, ალისარჩულისა ან ბამბის იმპორტმა 28,8 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების ათეულში შედის პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი, სპირტიანი სასმელების.

მსგავსი თემები