„პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა – ალჟირში პურის ფასის მატების გამო სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს“ – მალხაზ დოლიძე (ვიდეო)

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასის გაძვირებას მომდევნო ორი თვლის მანძილზე გამორიცხავს და აცხადებს, რომ ცალკეული მეწარმეების ფასების დადგენა არ უნდა აღიქმებოდეს პურის ფასის მასშტაბურ მაჩვენებლად. მალხაზ დოლიძე იმ მომწოდებელ ქვეყნებზეც საუბრობს, რომელებიც დღეს საქართველოს ამარაგებენ.

„ხორბლის დეფიციტი და პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა ,ალჟირში პურის ფასის მატების გამო სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, ქვეყნის ინტერესში პურის გაძვირება არ შედის. ამ პერიოდს ახასიათებს ფასების დაბლა ჩამოსვლა. ახალი მოსავლის მოლოდინი აქვთ ხორბლის გამყდველებს ამიტომ ძველს იცილებენ ამ პერიოდში საერთოდ საერთოდ ხორბლის ფასი იწევს. პურის ფასი რეგულაცია დამოკიდებულია ფქვილის ფასზე, ენერგო მატარებლებზე.

ძირითადი მომწოდებელი არის რუსეთი, ასევე ამერიკა. იყო შეპირება ყაზახეთიდანაც და ცოტა შემოვიდა, ცოტა უკრაინიდანაც, თუმცა მათი ხორბალი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები