„ხორავას ქუჩის საქმეზე“ წულუკიანი გიორგი კვირიკაშვილს საყვედურობს

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს საყვედურობს. როგორც წულუკიანი აცხადებს, მან შეცდომა დაუშვა როცა თქვა, რომ ხორავას ქუჩის გამოძიება ხელახლა დაიწო.

„ხორავას საქმეზე ძიება ხელახლა არ დაწყებულა. კვირიკაშვილმა სამწუხარო შეცდომა დაუშვა, როცა აქციიდან დაბრუნებულმა გააკეთა განცხადება, რომ ძიება ხელახლა დაიწყო.  სამწუხაროა, რომ ამისი თქმა მიწევს. ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა“- განაცხადა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, გამოძიება პირველი დღიდან დღემდე შსს-ში მიმდინარეობდა  და არა პროკურატურაში და პროკურატურა პირველი დღიდან დღემდე  შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდა.

„ის შედეგი არ დადგაო, რაც უნდოდა დაზარალებულს. რა თქმა უნდა, დაზარალებულს სურს, რომ არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნების ნაწილს პასუხი გაეცა, ნაწილს კი იმედი მაქვს მომავალში გაეცემა. როცა საუბარია სს საქმის გარშემო, მით უმეტეს მკვლელობის საქმეზე სადაც ბავშვთა შორის მკვლელობაა მომხდარი, ამგვარი აჟიოტაჟი  და პოლიტიკური პროცესი ხელს უშლის საქმის ბოლომდე გახსნას. გასაგებია, რომ გარდაცვლილის მამა მკვლელის დასჯას ითხოვს, ამას ვითხოვთ ყველა, მაგრამ ეს მკვლელი ციდან არ ჩამოვარდება იმიტომ რომ, ამას ჩვენ ვითხოვთ. ჩვენ მივყვებით პროცედურებს და მივყვებით კანონს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები