ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში მინისტრებსაც დაკითხავენ  

 თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დასაკითხ პირთა სია ცნობილია.

სიაში, რომელიც პარლამენტს კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ წარუდგინა, დასაკითხ პირთა შორის მოხსენიებულია იუსტიციისა და შს მინისტრების გვარებიც,  ასევე. დაიკითებიან გამომძიებლები, პროკურორები და აწ უკვე თანამდებობიდან გადამდგარი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც.

დასაკითხთა სია ასეთია: ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი – ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ამავე ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები,

საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება;

შს სამინისტროს წარმომადგენლები – მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე;

გამომძიებლები – ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე;

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები – ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე,

თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები – ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, გიორგი გაბოძე;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; ექსპერტები – სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები