ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობიდან 1 წელი გავიდა

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირიდან ტრაგედიის ადგილამდე მსვლელობას გეგმავს.

„ეს დღეც და 2017 წლის 1 დეკემბრის შემდეგაც ყველაფერი ზიზღს იწვევს ჩემში. ვერსად ვჩერდები, ადგილს ვერ ვპოულობ, ვერც სახლში ვარ და ვერც ქუჩაში. ყოველთვის დათუჩასთან ვარ, დილითაც, საღამოსაც, შუადღითაც. ჩვენ ყველანი მოგვკლეს“ – განუცხადა ზაზა სარალიძემმედიაცენტრ მთავარს“.

​შვილმოკლული მამის თქმით, ხორავას ქუჩის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება.

„დღეს 14:00 საათზე, მსურველებთან და მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე შევიკრიბებით და მსვლელობას მოვაწყობთ ტრაგედიის საშინელ ადგილამდე. სხვა რა დაგვრჩენია. ამ ეტაპისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით შედეგი არ გვაქვს და არ ვიცით, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა მკვლელებს მფარველობს და იცავს“, – ამბობს ზაზა სარალიძე.

მსგავსი თემები