“ხომ არ დაგავიწყდათ და შემთხვევით, ვინმემ 52 000 ლარი ხომ არ გაჩუქათ”? – დეპუტატი მოსამართლეს

“რაც შეკითხვებს გისმევთ, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ არ გახსოვთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გარდა სხვა კომპეტენციებისა, მეხსიერებაც კარგი უნდა ჰქონდეს. გირჩევთ გადახედოთ თქვენს გამოსვლებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, რომ არ გახსოვთ, ” – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა, უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც რამდენიმე კითხვაზე უპასუხა, რომ არ ახსოვდა.

დეპუტატმა, გიორგი მიქაუტაძეს, მის ფინანსურ დეკლარაციაზეც ჰკითხა, თუ როგორც მოხდა, რომ მას შემოსავალი იმაზე ნაკლები ჰქონდა, ვიდრე გასავლი.

“2015 წლის განმავლობაში, თვენი და თქვენი მეუღლის შემოსავალი იყო 159 ათას 554 ლარი. გასავალი იყო 212 ათას 364 ლარი. განსხვავება შემოსავალსა და გასავალს შორის 52 ათას 810 ლარია. რაშია საქმე, საიდან ეს განსხვავება? ხომ არ დაგავიწყდათ და ვინმემ ხომ არ გაჩუქათ რამე თანხა” – მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა, რომ შესაძლოა ტექნიკური შეცდომა იყოს: “არავის არაფერი უჩუქებია. შეიძლება შეცდომაა ტექნიკური და ვერ ჩავწერე სწორად”.

მსგავსი თემები