ხმა მივეცი იმ გზას, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ აირჩია – მამუკა ბახტაძე

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და განაცხადა, რომ ხმა მისცა განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის წინ.

„დღეს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს; განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი თბილისში, დიდუბის ოლქში დააფიქსირა. საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, ამომრჩეველი რიგით 4-ე პრეზიენტს ირჩევს.

მსგავსი თემები