„ხვალ რომ ტრამპმა  გააკეთოს განცხადება, რას იტყვიან „ოცნების“ ლიდერები,  ტრამპი ერთი კაცია და არა  მთელი ამერიკაო?!“

„ესენი არც პრორუსები არიან, არც პროამერიკელები, არც პრო-ევროპელები. ესენი ორიენტირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნა“, ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. 

„დღეს მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გადარჩენას და ყველა  იმის მიხედვით აკეთებს განცხადებას,  რომ პირველ რიგში სწორედ  მისი მატერიალური მდგომარეობა არ დაზიანდეს. რადგან არავისთვის უცხო არ არის,  რომ  ივანიშვილის საკმაოდ დიდი ფინანსური აქტივები სწორედ რუსეთში აქვს და მის უახლოესი გარემოცვა დღესაც რუსულ ფინანსურ წრეებთან კონტაქტობს აქტიურად.   ეს კი ნამდვილად არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი.

მისი შეფასებით დღევანდელი ხელისუფლება გასაშვებია: „მოკლედ, დღეს, ჩვენი გადასაწყვეტია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება. დასავლეთი უბრალოდ დაგვეხმარება, რომ არ გააყალბონ არჩევნები და დაიცვან ხალხის ინტერესები, მაგრამ თუ ჩვენ ისევ  „ქართულ ოცნებას“ ავირჩევთ,  გვეტყვიან,  რომ არ ვართ უკეთესის ღირსი. სენატორების, კონგრესმენების განცხადებებიც სხვა არაფერია, რომ გამგებმა უნდა გაიგოს და თუ ვერ გაიგებენ, მათ სხვა ბერკეტებიც აქვთ… „

მსგავსი თემები