ხვალ “რიყე-ნარიყალას” საბაგირო მგზავრებს ვერ მოემსახურება – სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

14 აგვისტოს, “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს “თელასის” გეგმიური სამუშაოების გამო, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს.

ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის”, – ვკითხულობთ სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი თემები