25 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. აფხაზეთის გარდა, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის, საარჩევნო უბნები რუსეთის ფედერაციაშიც იხსნება.
ე.წ. არჩევნებში, დამკვირვებლის სტატუსით, რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო დელეგაციებიც გეგმავენ ჩასვლას. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რაულ ხაჯიმბაა.
„არჩევნებთან“ დაკავშირებით, 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, „მედია ცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადება გაკეთდება.