ხვალ “ვახუშტის ხიდზე” ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

“ვახუშტის ხიდზე” ხვალ, 17 თებერვალს ტრანპორტის გადაადგილება შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

“სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 თებერვალს, კვირას, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, “ვახუშტის ხიდზე” ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან “ვახუშტის ხიდის” გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები