ხვალ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია გაიმართება

ხვალ, 18 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება.

როგორც მოძრაობის „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 12:00 საათზე გაიმართება.

“თეთრი ხალათების” აქცია ვაჟა გაფრინდაშვილისთვის! როდის? ორშაბათს, 18 ნოემბერს 12:00 საათზე. სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები