ხვალიდან, კორონავირუსის დიაგნოსტირება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი.

„მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან ჩვენ, 99,99 პროცენტით,  გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება აუცილებლობა სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ისინი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი, გადაგზავნილია როტერდამში.

მსგავსი თემები