ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ხვალიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს. აგრარულ ბაზარში ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია დაიწყებს მუშაობას.

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები, ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.

მუშაობა განაახლა ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.

მსგავსი თემები