„ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო” – 20 ივნისს დაკავებული ლევნა ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ლევან ჯიქური 2 000-ლარიანი გირაოთი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდების მხარემ წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქმის პროკურორების განცხადებით ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ლევნა ჯიქური თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ 50 დღის შიმშილის მიუხედავათ, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არაა.

„ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, მიწვრილდება ხელიც, ფეხიც, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო. 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია. მე იქ მივედი იმის გამო, რომ ხალხს ესროდნენ ტყვიებს. ჩემს მეუღლესთან ერთად მივედი, რომ ვინმეს რამეში დავხმარებოდი. სროლა რომ დაიწყო, თავდაცვის მიზნით გამოვიყენე ფარი,“ – განაცხადა ჯიქურმა.


მსგავსი თემები