„ხელშეკრულება დასაცავია, პრობლემა მუდმივად იქნება“ – მამა ანდრია დავით გარეჯაზე

დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დაპრისპირება ამ დრომდე ვერ გვარდება. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, თუ შეთანხმების დაცვა არ მოხდა, პრობლემა მუდმივად იქნება.

„ახალი არაფერი ხდება. ეს არის ძველი პრობლემა. ხელშეკრულება, რაც აზერბაიჯნთან გვაქვს დადებული, დასაცავია. ადგილზე ინცინდენტები სწორედ ამიტომ ხდება. ხელშეკრულება დარღვეულია და მოსაგვარებელია საკითხი. მუდმივად იქნება ეს პრობლემა და კიდევ უფრო საშიშია, რომ რამე არ მოხდეს. ძალიან მისახედია, აზერბაიჯანმა დაარღვია ყველანაირი ხელშეკრულება და ყველანაირი შეთანხმება“, – გნაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ტაძრიდან და კელიებიდან, აზერბაიჯანლებმა ხატები ამოიტანეს და ის ქართულ მხარეს იმის ნიშნად გადასცეს, რომ მონასტრის ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის. ფაქტს ადგილობრივებსა და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა ხატები ისევ უკან დააბრუნეს.

მსგავსი თემები