„ხელი კრეს თუ წყალში უმწეო მდგომარეობაში ჩააგდეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს“ – ექსპერტი

სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ესპერტიზა ჩაუტარა და შესაბამისი დასკვნა დადო, აცხადებს, რომ სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გამოწვეულია შაქარაშვილის სითხეში მოხვედრით. სხვა მიზეზი გამორიცხულია.

„ასფიქსია განვითარდა სითხეში დახრჩობით. სხვა მექანიზმი არ არსებობს. სითხეში როგორ მოხვდა –  ხელი კრეს, უმწეო მდგომარეობაში ჩააგდეს თუ რა მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ დადგინდება, რომ მას მსუბუქი დაზიანება მიაყენეს და შემდეგ, უმწეო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში, ეს ფაქტიურად  მკვლელობაა“ – აცხადებს ექსპერტი.   

მსგავსი თემები