“ხელისუფლებებს სჭირდებათ გამოფხიზლება, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან” – დავით უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით  უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.

თუმცა უსუფაშვილის თქმით, ამისთვის ხელისუფლება გონივრული კომპრომისისთვის მზად უნდა იყოს.

“ყველაფერი უნდა დასრულდეს შეთანხმებით, ცივილიზებულად, მაგრამ ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე სხვანაირი გამოფხიზლება, ზოგჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ზოგჯერ ზუგდიდიდან, ზოგჯერ თბილისის ქუჩებიდან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, ხელისუფლება მზად იყოს გონივრული კომპრომისისთვის,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მსგავსი თემები