“ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს” – დავით უსუფაშვილი

“ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს და მიიჩნევს, რომ თუ მეორე მხრიდან რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი.

„ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს, უკვე სხვა მიმართულებით დიდი შეცდომები დაუშვას. ამის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობითაც და არჩევნებისთვის მზადებითაც. ჩვენ ყველანი ამით ვართ დაკავებულნი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები