მთავრობა, პანკისის ხეობის განვითარებისთვის გეგმას ამზადებს

„პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ქართულმა საზოგადოებამ იხილა მძიმე კადრები და ეს არის დაუშვებელი“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არის სპეციალური გეგმა, რომელიც პანკისის ხეობაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. 

„მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს. სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხზე, ასევე, ორშაბათს იქნება საინტერესო შეხვედრა. უკვე კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ღირსეულად შევძლებთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები